„სოხუმის ციხეში  9 წლიან სასჯელს იხდის ირაკლი ბებუა“ – დავით ქაცარავა ზაზა გახელაძეს გათავისუფლებას ულოცავს

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა ზაზა გახელაძეს გათავისუფლებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ციხეებში კიდევ რამდენიმე ადამიანი რჩება.

„ცხინვალის ციხეში რჩება გენადი ბესტაევი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა მიუსაჯა 3 წლიანი პატიმრობა.

სოხუმის ციხეში კი 9 წლიან სასჯელს იხდის ირაკლი ბებუა,“ – აღნიშნავს ქაცარავა.

შეგახსნებთ, ერთი წლის მანძილზე „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც მიმართული იყო ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

მსგავსი თემები