„კადრები არაფერს ნიშნავს, მიმართულია დისკრედიტაციისკენ“ – მარიამ ჯიშკარიანი

„ვერ დავადასტურებთ ვერანაირად, რომ მოხმარების შედეგად მოხდა გარდაცვალება, თუნდაც მომხმარებელი ყოფილიყო,“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიას“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით საქმე თავის რეზონანსულობიდან გამომდინარე ქვეყნის ფარგლებს გასცდა:

„ამ საქმეს მარტო ქვეყანაში არ მოჰყვა რეზონანსი, ჯერ არ გვაქვს ექსპერტიზის სრული დასკვნები, ჯერ – ჯერობით, რაც გაავრცელა შსს – მ არის მხოლოდ ადამიანის დიკრედიტაციისკენ მიმართული,“ – განაცხადა ჯიშკარიანმა.

ამასთან შსს – მ გაავრცელა კადრები, ლექსო ლაშქარავას მეგობრები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული კადრები გაცილებით ადრეა გადაღებული, რადგან მას დაზიანებები არ აღენიშნება.

მსგავსი თემები