ლექსო ლაშქარავას საქმეზე დაკავებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

  •  

თბილისის საქალაქო სასამართლომ “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობისას ტელეკომპანია “TV პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძის პატიმრობა შეუფარდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 2 სექტემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.

დავით კუტალაძე გუშინ დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

მსგავსი თემები