„ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ“ – გიორგი გახარია

  •  

„დღეს რასაც ვუყურებ, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ. სულ უფრო და უფრო დიდი ნაბიჯებით მიდიან ერთმანეთისკენ  და ეს მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ, ვინც ვერთიანდებით საქართველოსთვის, ვიქნებით ეს ძალა, რომელმაც პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა უნდა დაამარცხოს“ – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია.  

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ არსებული პრობლემების შესაცვლელად გამოსავალი პოლიტიკაში კეთილსინდისიერი ახალგაზრდებისთვის გზის გახსნაა. 

„ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ახალგაზრდები,  ახალგაზრდებს უნდა გავუხსნათ გზა პოლიტიკაში, კეთილსინდისიერ და პროფესიონალი ახალგაზრდებს. სიაში პირველი იქნებიან ახალგაზრდები, მერობის კანდიდატები და საკრებულოს კანდიდატები იქნებიან ახალგაზრდები. არ გამოვა სხვანაირად.  ეს ერთი და იგივე სახეები, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, უნდა დავივიწყოთ. სამწუხაროდ ახალგაზრდები ამას რომ უყურებენ,  აი ამ ერთმანეთის ლანძღვას, გინებას, ცემას, ტყეპას, აი იმ ქაოსს რაც გუშინ პარლამენტში ხდებოდა, როდესაც შეგრცხვება ქართველ კაცს, რომ ვის მიეცი ხმა“ – აღნიშნა  გიორგი გახარიამ  მცხეთაში ოფისის გახსნაზე.

მსგავსი თემები