შოთა ხაბარელი  მოქალაქეთა მიღებას აქტიურად აგრძელებს

N13 ოლქის  სამგორის მაჟორიტარი  დეპუტატი შოთა ხაბარელი ამომრჩევლებთან შეხვედრას სისტემატურ რეჟიმში აგრძელებს.  მოსახლეობა ძირითად საჭიროებად დასაქმებასა და სოციალურ საკითხებს ასახელებს და საკითხების მოწესრიგებაში ჩართულობას დეპუტატს სთხოვს.

მორიგი  მიღება შოთა ხაბარელმა 2 ოქტომბერს გამართა და ამომრჩევლების ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. როგორც დეპუტატმა „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, დასაქმება არა მხოლოდ სამგორის, არამედ ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.

„ჩემს ბიუროში ამომრჩევლებთან შეხვედრა ყოველკვირეულ რეჟიმში ხდება. მოსახლეობა საკმაოდ აქტიურია და თანამშრომლობის რეჟიმში სხვადასხვა საჭირო საკითხებსა საჭიროებებს განვიხილავთ. რა დასამალია, რომ ქვეყნის ძირითადი გამოწვევა დასაქმებაა და ამომრჩევლების  ერთ-ერთი პრობლემაც დასაქმებაა.  ასევე, მოსახლეობის თხოვნაა, ორხევის დასახლების ტერიტორიაზე საბავშვო- გასართობი მოედნის მოწყობა, მკურნალობის დაფინანსება და  წყალგაყვანილობის მოწესრიგება“ – განუცხადა ხაბარელმა „მთავარს“.

დეპუტატის თქმით, რიგი საკითხების მოწესრიგება და გათვალისწინება შესაძლებელია კიდეც, თუმცა, არის საკითხები, რომელსაც გრძელვადიანი გადაწყვეტა სჭირდება.

მსგავსი თემები