პარტია “ქართულმა ოცნებამ” შემოწირულობის სახით სექტემბერში, 20 ლარი მიიღო

  •  

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს იმ თანხის მოცულობას, რაც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატებმა სექტემბერში, შემოწირულობის სახით მიიღეს. საერთო ჯამში ამ თანხამ 930,012 ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, შემოწირულობის სახით სექტემბერში ყველაზე ცოტა – 20 ლარი, მიიღო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“, ხოლო ყველაზე მეტი – 442,691 ლარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. მეორე ადგილზე – 332,245 ლარით არის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

91,196 ლარის შემოწირულება მიიღო „ევროპულმა საქართველომ“, 35,000 ლარი კი „ახალმა საქართველომ“. 13,000 ლარი შესწირეს დამოუკიდებელ კანდიდატ ბესარიონ თედიაშვილს, 9,700 ლარი კი – „თავისუფალ დემოკრატებს“. 4,600 ლარი დაერიცხა შემოწირულების სახით „გირჩს“, 1,010 ლარი კი „თავისუფალ საქართველოს“. 350 ლარი შესწირეს „ეროვნულ ფორუმს“, 200 ლარი კი დამოუკიდებელ კანდიდატ კახაბერ ჭიჭინაძეს.

მსგავსი თემები