შსს „ოცნების“ ოფისთან შეკრებილებს მიმართავს

„ოცნების“ ოფისთან მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ყველას მიმართავს, ძალადობრივი მოწოდებებისგან თავი შეიკავოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“ – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები