პოლიციელებს წითელი საღებავი შეასხეს

ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ოფისთან  დაძაბული ვითარებაა. ნიკანორ მელია, ელენე ხოშტარია და სხვა აქტივისტები ცდილობენ, „ქართული ოცნების“ ოფისში შევიდნენ, სადაც უმრავლესობის სხდომა იმართება. პერიმეტრზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ადგილზე წითელი საღებავი მიიტანეს, რომელიც პოლიციელებს შეასხეს და შეღებეს. მანამდე კი, ელენე ხოშტარია, წითელი საღებავით სახელმწიფო კანცელარიის შენობა შეღება.

ერთ-ერთი აქტივისტი ცდილობდა ასფალტის საფარზე წარწერა “მკვლელებო” გაეკეთებინა, როსი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მსგავსი თემები