ელენე ხოშტარიამ კანცელარიას საღებავი შეასხა

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ, პროტესტის ნიშნად, სახელმწიფო კანცელარიას წითელი საღებავი შეასხა. აღნიშნულით მან ის ძალადობა გააპროტესტა, რომელიც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელდა და რასაც ოპერატორის სიცოცხლე შეეწირა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა. ამ წუთებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.  

მსგავსი თემები