„გულდასაწყვეტი იყო, რომ ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“ – კელი დეგნანი პრემიერ-მინისტრზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, 5 -6 ივლისის ფიზიკური დაპირისპირებისას პოლიტიკური ლიდერების სისუსტეზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ელჩი აცხადებს, მან ვერ ნახა უფრო ძლიერი ლიდერობა.   

„პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი და გმობდეს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ამიტომ, გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან 5-6 ივლისის ფიზიკური დაპირისპირების შეფასებისას.

მსგავსი თემები