„ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა“ – გიორგი გახარია ლგბტ მემორანდუმზე

„ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა. ამ საკითხით პოლიტიკური პიარი არაგონივრული და არასწორია, პარტია „საქართველოსთვის“ ამ მემორანდუმს არ შეუერთდება“ – აცხადებს გიორგი გახარია ლგბტ მემორანდუმთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მგრძნობიარე თემაზე პოლიტიკური სპეკულირება დაუშვებელია.

„მემორანდუმს პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერს შინაარსობრივს ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. მსგავსი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხის აი ასე, პოლიტიკურად პიარი, მიმაჩნია, რომ არაგონივრულია, არასწორია. საქმე უნდა აკეთოს ყველამ, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ფიზიკური უსაფრთხოება, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და კონსტიტუციური უფლებები და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, რომ მოქალაქეები კი არ უნდა დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს, თვითონ უნდა იყოს ავანგარდში, პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს და ასე მოქმედებდეს“  –  აღნიშნა გახარიამ.  

მსგავსი თემები