„შეუსაბამობამ ეჭვქვეშ დააყენა ამ პროცესში კანდიდატებისთვის წარმოდგენილი თანასწორობა“ – დასკვნა მოსამართლეების არჩევაზე

„პროცედურები, რომლებიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილ სააპლიკაციო ფორმებს, ბიოგრაფიას და გასაუბრებას, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“ – ვკითხულობთ ეუთო-ოდირ-მა (OSCE/ODIHR)  მესამე შუალედური ანგარიშში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

„პირველ კონკურსში (ჯამში ცხრა ვაკანსია), იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საჯარო მოსმენებზე 43 მოსამართლე გამოიკითხა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ ჩამოაყალიბა მკაფიო სტანდარტები და პრინციპები განაცხადის გარკვეული კომპონენტების ფორმატისა და თვით გასაუბრების შესახებ, რამაც გამოიწვია მოსმენების ხანგრძლივობის, სტრუქტურისა და ტონის ცვლილებები. გარდა ამისა, მოსმენების დაწყებისთანავე მიღებული პროცედურის წესები არასათანადო იყო, რომ უზრუნველეყო პირობების თანმიმდევრობა და სამართლიანობა. ამ შეუსაბამობამ ეჭვქვეშ დააყენა ამ პროცესში კანდიდატებისთვის წარმოდგენილი თანასწორობა და შესაძლოა, არსებითად დააზიანა წარმატების შანსები“ – ვკითხულობთ შეუალედურ ანგარიშში.  

ეუთო/ოდირ-ის შფასებით, შემადგენლობის ბოლოდროინდელი ცვლილებების მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირება კვლავ ხასიათდებოდა შიდა დაყოფით, რაც გამოიხატებოდა კანდიდატთა წამოყენების მთელი პროცესის განმავლობაში, ორგანოს კოლეგიალური ხასიათის დარღვევით და მის ეფექტურობასა და საზოგადოებრივ იმიჯზე გავლენის მოხდენით.

„მოსმენებს ხშირად პროფესიონალიზმის ნაკლებობა ახასიათებდა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გააკრიტიკეს ერთმანეთი და კანდიდატები. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, კანონი ითვალისწინებს მკაფიო მექანიზმებს, ეუთო/ოდირმა დააფიქსირ შესაბამისი სტანდარტებისა და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი დარღვევები ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ჩატარებული სამი კონკურსის დროს, რამაც შეიძლება, შეარყიოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა. მათ შორის, ყველაზე მეტად საგანგაშო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მარცხი, რომელიც როგორც კანდიდატი მონაწილეობდა კანდიდატთა წარდგენის ერთ მიმდინარე პროცესში და თავი აარიდა დანარჩენ ორ პარალელურ კონკურსს. პროცესის შედეგად წარმოქმნილი სხვა პოტენციური ინტერესების კონფლიქტი არ იქნა შესაბამისად განხილული“ – აღნიშნულია დასკვნაში.

მსგავსი თემები