ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ბრალდებულების პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ  ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება. რუსთაველის გამზირზე, 5 ივლისს გამართულ აქციაზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

ბრალდების მხარეს გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, ვიდეო თუ ფოტოკადრები სადაც ასახულია ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

ბრალდებულთა შორისაა პირი, რომელიც „სკუტერს“ მართავდა და რომელიც რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად ეჯახებოდა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ლგბტ პრაიდის ღონისძიებებზე, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ და კონტრ-აქციები დაგეგმეს. ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც ჟურნალისტები, ისე სამართალდამცველები.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.

მსგავსი თემები