„სახელმწიფოს ფუნქცია რა აქვთ გააზრებული, არა აქვთ! ნუ, სახიფათოა“ – გიორგი გახარია

  •  

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ლგბტ თემის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ქვეყანაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მედიასთან საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.    

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როდესაც შემდგომ, სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ და მართველი ძალის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარ ასე იქნებოდა, გაგაფრთხილეთო და ამის იქით უკვე თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო – არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი. ამ ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო თურმე, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, მაშინ ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაზე და შენარჩუნებაზე ქვეყანაში, თურმე, ვიღაც სხვები არიან პასუხისმგებლები“ – აცხადებს გახარია და ამ ყველაფერს უსუსურობას უწოდებს.  

„ჩემთვის მძიმეა ძალიან, უაღრესად მძიმეა, როდესაც მე ვლაპარაკობ ჩემს სახელმწიფოზე, რომელსაც თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა ვემსახურებოდეთ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა და დღევანდელი პარტიული ბოსები მე მეუბნებიან, რომ მათ იცოდნენ ეს ყველაფერი, გაგვაფრთხილეს და ცდილობენ, ეს ვიღაცეებს დააბრალონ. ამ ადამიანებს უბრალოდ, სახელმწიფოს ფუნქცია რა აქვთ გააზრებული არა აქვთ! ნუ, სახიფათოა! ეს ყველაფერი უკვე ადის ქვეყნის უსაფრთხოების დონეზე! ეს ყველაფერი რისკს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას!“ – ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის“ თავჯდომარე – გიორგი გახარია.

მსგავსი თემები