„უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ“ – გიორგი გახარია

„მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამ ყველაფერს აბრალებენ  მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ, მემარჯვენეებს ან მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე. ეს უპასუხისმგებლობაა!“ – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ – გიორგი გახარიამ ზუგდიდში პარტიის ახალი რეგიონული ოფისის გახსნის შემდგომ მედიასთან ქვეყანაში განვითარებული მძიმე მოვლენები შეაფასა.  

„ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა  ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები… ეს უბრალოდ  წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ – ეს იყო გამოხატულება უუნარობის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან. 

მსგავსი თემები