„პოლიცია მასების მართვას 6 საათი უმკლავდებოდა“ – შსს

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6 ივლისს, პარლამენტის მიმდებარედ,  პოლიციის 3 000 თანამშრომელი იყო მობილიზებული. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, საპოლიციო ძალების მობილიზება მყისიერად განხორციელდა.

„რაც შეეხება 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, აღსანიშნავია, რომ დაიგეგმა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია.  მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზება, დაახლოებით 3 000 თანამშრომლის. აღსანიშნავია, რომ აქციაც და კონტრაქციაც იმართებოდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ლოკაციაზე, შესაბამისად, ცოცხალი ძალის სრული კონცენტრირება მოხდა აქციისა და კონტრაქციის მონაწილეთა განცალკევების მიზნით“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე შეფასებით, პოლიცია მასების მართვას 6 საათი უმკლავდებოდა

„დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში პოლიცია უზრუნველყოფდა მასების მართვას, აგრესიული ჯგუფების დაკავებას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია ორი პირი. შსს კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და სამართლებრივი რეაგირების მიზნით აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

მსგავსი თემები