„თბილისი პრაიდის“ და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე“ – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ „პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პრესკონფერენცია განმარტა, სადაც აღნიშნა, რომ  „თბილისი პრაიდის“ და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებების დროს უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, რომ ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა მიმდინარეობს.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის წესით უკვე დაკავებულია შვიდი პირი. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა.

ასევე გამოძიება მიმდინარეობს თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას“, „თბილისი პრაიდის“ და გახოკიძის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თბილისი პრაიდის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებების დროს უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები