კორონავირუსით 1392 ადამიანი დაინფიცირდა

  •  

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 136 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 531 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  372 685-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.17 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.70%.

მსგავსი თემები