პარლამენტთან სპეცრაზმი მიიყვანეს

პარლამენტის მიმდებარედ შესაბამისი ძალების მობილიზება ხდება. ადგილზე სპეცდანიშნულების ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც მიმდებარედ არიან განთავსებულები.

რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია სამართალდამცველთა არაერთი მანქანა, მათ შუშები ჩაუმტვრიეს. “თბილისი პრაიდის” მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მათი ჩანაფიქრი შედგა და მათი ღონისძიება დასრულდა. სამართალდამცველებმა ისინი სპეციალური კორიდორით გაიყვანეს. ადგილზე, ამ წუთებში, “პრაიდის” კონტრ-აქციის მონაწილეები რჩებიან.    

მსგავსი თემები