ისვრიან კვერცხებს, ბოთლებს, ქვებს – პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ამ წუთებში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. „პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები, მეორე მხარეს კი ისინი იმყოფებიან, ვინც მათი მხრიდან განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ.

ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის სამართალდამცველები არიან გამაგრებულები და კორდონის გარღვევის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ისვრიან კვერცხებს, ბოთლებს და ქვებს. ქაშუეთის მიმდებარედ ვითარება უკონტროლოა.

პოლიციამ ბოლო რამდენიმე საათში პრაიდის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავა.

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

მსგავსი თემები