„ქვეყანაში ვირუსის ზრდის დინამიკაა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის მხრივ დინამიკა მზარდია.  მისივე შეფასებით, არსებული მაჩვენებელი საკმაოდ საყურადღებოა.

„ძალიან საყურადღებოა არსებული დინამიკა.  ბოლო ერთ კვირაზე მეტია, ქვეყანაშია დინამიკა მზარდია. ზრდის დინამიკაა როგორც ბოლო შვიდი დღის, ისე 14 დღის დადებითობის მაჩვენებელში. ერთადერთი, კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი იკლებს. ეს ყველაზე მძიმე ინდიკატორი ასე ვთქვათ, ქვემოთ მოდის, რაც კარგია. ამიტომაც არის საჭირო აცრები“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, ორჯერადი აცრა საუკეთესო გამოსავალია, რადგან ასეთ შემთხვევაში, სიკვდილობა არ დგება.

„მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 1 668 ადამიანია გარდაცვლილი. აქედან 1 664 პირი ვაქცინირებული არ იყო. მალე, ალბათ ათ დღეში გამოვაქვეყნებთ ანალიზს, რამდენი იყო ინფიცირება ერთჯერადი აცრის შემდეგ – ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.8 პროცენტის ფარგლებშია და რამდენი იყო ინფიცირება ორჯერადად აცრის შემდეგ – დაახლოებით 0.3 პროცენტის ფარგლებშია. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები