მრავალშვილიან ოჯახებს სესხის დაფარვაში სახელმწიფო დაეხმარება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მომზადებულია სპეციალური პროგრამა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს  საცხოვრებელი ბინების შეძენის კუთხით დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციისას განაცხადა.

„განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენს მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება. მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, აქ საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და როგორც კი ის დამტკიცდება და ამოქმედდება და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ბევრი ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები