Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 606 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 591 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 371 293-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.01 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.68%.