„არ გადამიღუნოთ აგერ, რა. პაშლი ვი ნა**ი ბლ**დ. ვისაც არ უნდა, ნა**ი აქედან … თე**ობებს არ ავიტან“ – „თელასის“ მაღალჩინოსანი თანამშრომელ ქალს

სუ ერთ ადგილზე მკიდია ცრემლები;“ „ამას ვინ მიეკარება;“ „თუ გინდათ, წაიყვანეთ და ლოგინში ჩაიწვინეთ“; „ცოტა გაასწორეთ ის ტვინები, მიხვდით რო დედას მ*****ავ სუყველას, მე ვერ მომერევით, გაიგე?“ – ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც „თელასის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი საკუთარ თანამშრომლებს თათბირზე მიმართავს. აუდიო ჩანაწერი სახალხო დამცველის აპარატშიც მოხვდა, პრობლებით ომბუდსმენი დაინტერესდა, შეისწავლა და დისკრიმინაციაც დაადინა.

„თელასში“ თანამშრომელი ქალების მიმართ განხორციელუბულ ძალადობასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავართან“ ერთ-ერთი დაზარალებული ქალის ადვოკატმა ისაუბრა.  უფრო მეტიც, „მედიაცენტრმა მთავარმა,“  კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით  სახალხო დამცველის დასკვნაც მოიპოვა, სადაც შავით თეთრზე ვკითხულობთ, რომ სახეზეა დისკრიმინაცია.

სახალხო დამცველის აპარატმა, ერთ-ერთი თათბირის  აუდიოჩანაწერიც გაშიფრა, სადაც კონკრეტული დეპარტამენტის უფროსი თანამშრომელ ქალებს შეურაცხყოფას აყენებს და ამცირებს.

„ზემოთ თქმულის დასადასტურებლად, სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილია ორი აუდიო ჩანაწერი. აღნიშნული ჩანაწერების წარმოდგენის თაობაზე 2020 წლის 1 მაისის N13-3/4612 წერილით ეცნობა მოპასუხეს, რომელსაც მათი ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, კ. ხ. განყოფილების უფროსებთან შეხვედრის დროს აღნიშნავს, რომ აქ გასაშვებია ხალხი. კერძოდ, ერთ-ერთ თანამშრომელთან დაკავშირებით იგი ნ. ვ-ს მიმართავს, რომ მას მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნას იმისთვის, რომ იგი იძულებული გახდეს, სამსახურიდან წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოძებნის ისეთ კადრს, რომელიც მის ამ მოთხოვნას შეასრულებს, ნ.ვ-ს კი, თავად შეექმნება დისკომფორტი.

ისმის, აგრეთვე, შეურაცხმყოფელი მუქარა.  ამასთან, საუბრისას კ.ხ.  სხვა თანამშრომლებსაც მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით. აუდიო ჩანაწერში ისმის ნ.ვ-ს  ტირილის ხმა, რაზეც კ.ხ. მიმართავს: „ტირილი არ უნდა იმას. იმას უნდა სწორად საქმის განაწილება. მოსკოვს ცრემლების არ ჯერა. მე ცრემლებით ვერ იმასმიზავ, რა. სუ ერთ ადგილას მკიდია მე ცრემლები … არ გადამიღუნოთ აგერ, რა. პაშლი ვი ნა**ი ბლ**დ. ვისაც არ უნდა, ნა**ი აქედან … თე**ობებს არ ავიტან“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის დასკვნაში, რომელიც „მედიაცენტრმა მთავარმა“ მოიპოვა.   

საქმეში ასევე არსებობს მეორე ჩანაწერი.

„მეორე ჩანაწერში, რომელშიც, ასევე, სხვა თანამშრომლების თანდასწრებით მიმდინარე შეხვედრაა ასახული, ნ.ვ.  ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მის დაქვემდებარებაში არსებული განყოფილების შესახებ საკადრო გადაწყვეტილებები მისი ჩართულობისა და მისი ინფორმირების გარეშე იქნა მიღებული, რაზეც იღებს ღირსების შემლახველ პასუხს.  ხოლო, განმცხადებლის შენიშვნაზე, რომ კ.ხ.  მას სამსახურიდან დიდი ხნის წინ წასული პიროვნებების ქმედებებზე ესაუბრებოდა, ეს უკანასკნელი მიმართავს: „ხო, იმიტო რო იმისი ნარჩენები აღარ უნდა იყოს აქ.“

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნ. ვ. განიცდიდა ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს და არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავლის სახით, სამსახურის დატოვებასაც კი აპირებდა.

ომბუდსმენის აპარატმა რეალობის დასადგენად „თელასის“ სხვა თანამშრომლებიც გამოკითხა. აი, რას ვკითხულობთ დასკვნაში გამოკითხვის შესახებ:   

„მესამე პირების ახსნა-განმარტებები საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ნ. ვ -სა  და კ.ხ-ს 10 ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი. გამოკითხული პირები მუშაობ(დნ)ენ როგორც უშუალოდ ნ.ვ-ს  ქვემდებარე განყოფილებაში, ისე – კ.ხ-ს ქვემდებარე  განყოფილებებში.  გამოკითხულთა უმეტესობა დასაქმების ადგილზე დაძაბულ, სტრესულ, კონფლიქტურ, ზეწოლის შემცველ გარემოზე მიუთითებს. მათ შორის, ერთ-ერთი თანამშრომელი ხაზს უსვამს, რომ მათ ერთი სული აქვთ, როდის წავლენ სახლში.

თანამშრომელთა მითითებით, ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, სხვა ყველაფერს ჰქონდა ადგილი; ყოფილა როგორც დედის გინება, ასევე – სექსუალური ხასიათის კომენტარები, მაგალითად, „ამას ვინ მიეკარება“. ერთ-ერთი თანამშრომლის განმარტებით, დღე არ გავიდოდა, რომ სექსუალური ხასიათის რაღაცა ან არ ეხუმრა ან არ ეთქვა, რაღაც მინიშნებებიც ყოფილა [მასზეც] და სხვაზეც. ამასთან, თანამშრომელთა მითითებით, კ.ხ.  მათ ურთიერთობას უშლიდა ერთმანეთთან და კონკრეტულ თანამშრომლებთან, მათ შორის ნ.ვ-სთან და სხვა ყოფილ თანამშრომლებთან.  თანამშრომელთა მითითებით, ძალიან ბევრი ადამიანია წასული სამსახურიდან კ.ხ-სთან  უთანხმოებისა და კონფლიქტის გამო“ – ვკითხულობთ ომბუდსმენის მოკვლევის დოკუმენტში.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თანამშრომელთა შეფასებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ.ხ. ხელმძღვანელ პოზიციაზე არ უნდა იყოს დანიშნული; ამხელა გუნდის მართვა არ უნდა ებაროს; მასთან მუშაობა შეუძლებელია.

თანამშრომლები ასევე მიუთითებენ, რომ განსახილველ შემთხვევაში,  კ.ხ-ს მხრიდან სისტემატურად ექვემდებარებიან  ლანძღვას, მუქარას, დამცირებას, შეურაცხყოფას და დაშინებას, როგორც ინდივიდუალური შეხვედრებისას, ასევე – სხვა თანამშრომლების თანდასწრებით.

„აღნიშნულის დასადასტურებლად სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილია ორი აუდიო-ჩანაწერი. აუდიო-ჩანაწერებით დგინდება, რომ სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, კ. ხ.  ნ. ვ-ს მიმართავს ისეთი დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი და მუქარის შემცველი ფრაზებით, როგორებიცაა: „თუ გინდათ, წაიყვანეთ და ლოგინში ჩაიწვინეთ [თანამშრომელი მამაკაცი]“; „იმას არ გატენი, მე გაგტენით“; „ნუ გამაკეთებინებთ იმას, რაც შეგიქმნით დისკომფორტს“; „ცოტა გაასწორეთ ის ტვინები, მიხვდით რო დედას მ*****ავ სუყველას, მე ვერ მომერევით, გაიგე?“; „ნუ გადამალაგებინებთ სიტუაციას. ერთხელ ხო გადავალაგე? ხო მოხვედით აზრზე? მეორეჯერ ნუ გადამალაგებინებთ“; „იმის თამაშს რო ითამაშებთ, დედებს მო******ვთ რა. ***ზე მკიდია, ვინც არ უნდა იყოთ“; „არ გადამიღუნოთ აგერ, რა. პაშლი ვი ნა**ი ბლ**დ. ვისაც არ უნდა, ნა**ი აქედან“; „პირში და ტრ**ში ე. და თქვენ აკეთებდით … ე.-სთან ერთად რო დადიოდით სადღაც … ზურგს უკან შენკენ მოიკითხე შენს მეგობრებში, ნათესავებში“. გარდა ამისა, განმცხადებლის ქმედებები შეფასებული იყო, როგორც „მაიმუნობები“ და „ვირიშვილობები“.

სახალხო დამცველის განმარტავს, რომ შევიწროება სს „თელასის“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მხრიდან კონკრეტული მოქმედებებით არის გამოხატული, რაზეც, განმცხადებლის არაერთი მიმართვის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობას სათანადო რეაგირება არ განუხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტრული მოპყრობა, რომელიც ნ.ვ-ს მიმართ ხორციელდებოდა კ.ხ-ს მხრიდან, უთანაბრდება კომპანიის პოზიციას.

არსებული რეალობის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა შემდეგი დასკვნა დადო:

„საქართველოს სახალხო დამცველს წარმოეშვა ნ. ვ-ს მიმართ განსხვავებული შეხედულების ნიშნით შევიწროების განხორციელების ვარაუდი. კერძოდ, კ.ხ. არაეთიკური კომუნიკაციის ფორმებს იყენებდა მის დაქვემდებარებაში მყოფი განმცხადებლის მისამართით და, როგორც ძალაუფლების მქონე პირი, სხვადასხვა მექანიზმით განმცხადებლისთვის მტრულ და დამამცირებელ სამუშაო გარემოს ქმნიდა. მოპასუხისა და სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები კი, არ აღმოჩნდა საკმარისი წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად.

შესაბამისად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა მიერ წარმოდგენილი პოზიციებისა და მესამე პირების გამოკითხვის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ კ.ხ-ს  ისევე როგორც სს „თელასის“ მხრიდან ადგილი აქვს ნ.ვ-ს  განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროებას.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სს „თელასის“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსს კ.ხ-ს  მომავალში, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, თავი შეიკავოს ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართვისგან და სამუშაო ადგილზე არ შექმნას მტრული გარემო; სს „თელასის“ გენერალურ დირექტორს სერგეი კობცევს:

· სს „თელასის“ შიდა რეგულაციების საფუძველზე, უზრუნველყოს კ.ხ-ს მხრიდან ნ.ვ-ს მიმართ შევიწროების აღმოფხვრა და გაატაროს შესაბამისი დისციპლინარული ღონისძიებები;

· დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს მომავალში თანამშრომლის მხრიდან რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის, მათ შორის, შევიწროების ფაქტის შეტყობინებისას;

· უზრუნველყოს შიდა რეგულაციების თანასწორობის პრინციპთან და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი ეფექტური აღსრულება. გთხოვთ, თქვენ მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე მაცნობოთ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

დაზარალებული ნ.ვ-ს ინტერესების დამცველი გიორგი ფოფხაძე „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტავს, რომ სასამართლოში საქმე სს კუთხითაც შევა.  

მასალა ეკუთვნის “მედიაცენტრ მთავარს”

მსგავსი თემები