„მთავრობას ჰგონია, რომ კაბინეტში რომ შევა, მთელი ცხოვრება იქ უნდა დარჩეს“ – გიორგი გახარია 

პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე დღეს გორში იმყოფება. პარტიამ  დღეს გორში რეგიონული ოფისი გახსნა. ოფისის გახსნისას გახარიამ მხარდამჭერებს და პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. 

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ორნიშნა რიცხვი – ეს არ არის მარტო რიცხვი, ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები. სახელმწიფომ, უბრალოდ,  უნდა შექმნას ყველა ის პირობა იმისთვის, რომ განათლებულმა, ჯანსაღმა, კეთილსინდისიერმა ადამიანმა შეძლოს თავის შრომით თავისი ოჯახი ღირსეულად არჩინოს. ამას ბევრი რამ სჭირდება, სჭირდება ნორმალური  თანაბარი პირობები. ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს პრივილეგირებული ხალხი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, როდესაც ხალხი მთავრობაში მოდის და ჰგონიათ, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო ან მათ უკეთესად იციან, ამ ქვეყანას რა სჭირდება…სამწუხაროდ, მთავრობას ჰგონია, რომ კაბინეტში რომ შევა მერე მთელი ცხოვრება იქ უნდა დარჩეს და თან ჰგონია, რომ უკეთესად იცის, ხალხს რა სჭირდება და ეს ასე არ არის, დამიჯერეთ“ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები