„ნეპოტისტები და კორუფციონერები სად უნდა ეძებოთ, გამოგიგზავნით“, – გიორგი გახარია ჟურნალისტებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჟურნალისტები კორუფციასა და ნეპოტიზმს არასწორად ეძებენ, ამიტომ, ყველას ჰპირდება, მიაწვდის ინფორმაციას, სად უნდა ვეძებოთ მსგავსი ფაქტები.

„ნებისმიერ რეგიონში, ჩვენი გუნდის ნებისმიერი წარმომადგენელი თუ ვინმეს ასაქმებდა, პირველ რიგში, პროფესიული ნიშანი და კეთილსინდისიერება იყო მთავარი. თქვენ თუ გინდათ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ ნეპოტისტები და კორუფციონერები სად უნდა ეძებოთ, სიის სახით, მეილი მომეცით და გამოგიგზავნით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები