20-მდე აბიტურიენტს „კოვიდ ინფექცია“ დაუდასტურდა

რამდენიმე წუთია აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრები 8:00 საათზე გაიხსნა. პირველი გამოცდა ქართულ ენა-ლიტერატურაში იმართება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 9:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტებმა საგამოცდო ცენტრებში მისვლა უკვე დაიწყეს.  ადგილზე თერმოსკრინინგი ყველას უტარდება. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში კი ისინი სპეციალურ სივრცეში გადაჰყავთ, სადაც შეძლებენ გამოცდის ჩატარებას.

ამ ეტაპისთვის, 20-მდე აბიტურიენტმა მიმართა საგამოცდო ცენტრებს და შეატყობინა, რომ ისინი ინფიცირებულები არიან, შესაბამისად, ისინი დამატებითი საგამოცდო სესიით ისარგებლებენ და ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გაეთიშებიან.    

მსგავსი თემები