“არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადა” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკოს თავმჯდომარის პოსტიდან თამარ ჟვანიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორ კობახიძე წერს, პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ თამარ ჟვანიას სხვადასხვა ბრალდება წაუყენეს, თუმცა ვერცერთი ვერ დაუსაბუთეს.

“ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. 

ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:

– გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);

– გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;

– გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;

– გაუყალბეს არჩევნების გაყალბება…

ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა,” – წერს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი თემები