საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 316-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 010 პირს დაუდასტურდა, 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 29 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 1 194 შემთხვევა გამოვლინდა, 678 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები