“თემურ ჭყონია იქნება თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი” – ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კარგი კანდიდატი ბიზნესმენი თემურ ჭყონია იქნება.

ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, აღნიშნავს იმასაც, რომ ამ თემაზე ჭყონიასაც ესაუბრა.

„თემურ ჭყონია იქნება ჩემი აზრით ძალიან კარგი კანდიდატი.

უპარტიო, საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არ აქვს პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი, სულ კრიტიკულ აზრს გამოტქვამს და არის ორი ამხელა ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი. მე თემურს, ერთ-ერთ ლოკომოტივად მივიჩნევ ქართული ბიზნესის.

მქონდა საუბარი, ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი ინფორმაცია მივიღე“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები