რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე

გამოცდების ეროვნული ცენტრის გაფრთხილება აბიტურიენტებს – რა შემთხვევაში მოიხსენბა აბიტურიენტი გამოცდიდან.

“გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი: დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში;

წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ამის მსგავს შემთხვევაში;

ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში მოგეცემათ შენიშვნა და მიგეთითებათ წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან.

გამოსაცდელი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ.

დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღის 21:00 საათამდე წარმოადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში”, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები