„შენ არ ხარ ადამიანი, ვისთან ერთად ომში წასვლა შეიძლება“ – დიმიტრი ხუნდაძე კოლოგას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ყოფილ თანაგუნდელს, მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ შალვა კერესელიძეს მიმართავს და უკვირს, რომ მას ლაპარაკი უსწავლია. ხუნდაძე კოლეგას ურჩევს, თუ ლაპარაკი იცოდა, საკუთარი გუნდისთვის მადლობა მაინც გადაეხადა, რომელმაც მას პარლამენტში ყოფნის მანდატი მიანიჭა.   

„არ შემიძლია, შალვას არ გავცე პასუხი. ლაპარაკი გისწავლია შალვა, მაგრამ, თუ  ლაპარაკი იცოდი იმ გუნდისთვის, რომელმაც დეპუტატის მანდატი მოგანიჭა და ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა შენგან, მადლობა მაინც გეთქვა. მცხეთელები, რომლებიც გამოვიდნენ და შენ მათ ბრალს დებ რომ თითქოს, ისინი ვიღაცის დაძახილზე გამოვიდნენ, ეს არის შეურაცხყოფა. ისინი გამოვიდნენ იმისათვის, რომ სწორედაც რომ კონცეფტუალურად შლიდნენ რეგიონს და პოლიტიკურ წონას უკარგავდნენ მცხეთას.

რომ ამბობ, ტყუილია, თითქოს სამხარეო ცენტრის გადატანა იგეგმებოდა ჟინვალში-ო, მე მაშინ გაჩვენე დოკუმენტი და ახლაც გაჩვენებ და ხალხმა სწორედ გააპროტესტა ქალაქის ღირსება და მომავალი.  სწორედ იმ დღეს ამოიღეს კონცეფციიდან ის, რასაც ახლა მე წავიკითხავ: „ ქალაქ მცხეთიდან, დაბა ჟივნალში სამხარეო ცენტრის გადატანის კონცეფციურ წინადადებას ღრმა და  ორგანული, ისტორიული, გეოგრაფიული ტრადიცია განაპირობებს“ – მიმართა ხუნდაძემ კერესელიძეც.

მისივე შეფასებით, პარლამენტში ადამიანები ღირსებით უნდა ირჩეოდნენ, და არა კლასელობით.

„ტრადიციებს უნდა შეხედო ღირსებით და არა იმ სავარძლიდან, რომელ სავარძელშიც აღმოჩნდები 2 თვის სხვაობით. ამაზე მეტს შენზე არ ვიტყვი, მაგრამ, შენ არ ხარ ის კაცი, რომელთანაც ერთად შეიძლება ომში წასვლა. ამიტომ, პარლამენტშიც, ადამიანები უნდა ირჩეოდნენ არა კლასელობით, არა კურსელობით, არამედ ღირსებით „ბექგრაუნდით“, თავისი შესაძლებლობები და ცნობადობით, რომელიც იყო მკვდარი და „ქართული ოცნების“ გუნდმა შესძლო ის, რომ მანდატი მოგანიჭა. ამიტომ, თუ ლაპარაკი იცი, პირველი დაიწყე იმით, რომ მადლობა უთხარი ადამიანებს, ვინც აქ ხმის ამოღების მანდატი მოგცა“ – მიმართა ხუნდაძემ შალვა კერესელიძეს, რომელიც გიორგი გახარიას გუნდის წევრია.  

მსგავსი თემები