“მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გნაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები ორჯერადად ჩატარებული ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ტურისტების ტესტირება რეგულაცია უნდა იყოს და არა რეკომენდაცია.

„მნიშვნელოვანია ტურისტებისგან მოვითხოვოთ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში გვექნება მეტი გარანტია, რომ არ გვაქვს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე. შესაბამისად, ტურისტების გადაადგილება, ვთვლით, რომ გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფართოდაა გაშლილი ტესტირების ცენტრები, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება არის მნიშვნელოვანი და მოხდეს სხვა უწყებების მხრიდან ამის კონტროლი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტი, რომელიც ორჯერადაა აცრილი საქართველოში დამატებით იყოს გატესტილი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები