„სამწუხაროდ ბევრია ფაქტები, სადაც ქორწილები იმართება და ირღვევა კანონი“ – შოთა ბურჯანაძე „მედიცენტრ მთავარში“

„გარდაუვალი ხდება ზაფხულის პერიოდში ივენთების გამართვა,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში,“ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე ამბობს, რომ 50 კაციანი ქორწილები რესტორნებში მაინც იმართება, მისი სურვილი ამან რეგალური სახე მიიღოს:

„„სამწუხაროდ ბევრია ფაქტები, სადაც ქორწილები იმართება და ირღვევა კანონი, ზაფხულის პერიოდში, ყველგან არის ეს არსად არ არის თავშეკავება, თუ ოპერატორი თავს არ იკავებს ეს ნიშნავს, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოების წინაშე.

ჩვენი მოთხოვნა ისაა, სადაც არალეგალურად კეთდება 50 კაციანი ქორწილების გამართვა, ყველას მიეცეს რეგალურად ამის საშუალება.

მომრავლდა ტურისტული ნაკადი, 80 პროცენტიანი დატვირთვა აქვს უკვე აჭარას, კახეთსაც.

აქ რეგულაციები უნდ იქნას დაცული,რადგან იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით რაც 2020 – ში,“ – განაცხა ბურჯანაძემ „მედიცანტრ მთავარში.“

მსგავსი თემები