პოლიციამ საბაგიროს თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე თბილისში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული თ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან – ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მსგავსი თემები