8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის, სოფელი მამა-შვილის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა ითხოვს, შეწყდეს გამოძიება მოძალადის ოჯახის სახლის გადაწვასთან დაკავშირებით. საუბარია მამა-შვილზე, რომლებმაც მეზობლის 8 წლის გოგონაზე არაერთხელ იძალადეს.   

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დამნაშავეები უსასტიკესად უნდა დაისაჯონ და სახლის გადაწვის ფაქტზე ძიება არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს სოფლის მოსახლეობის პროტესტი იყო.

„მთელი სოფელი გამოკითხეთ, ყველას ერთი მოთხოვნა აქვს – ეს მამა-შვილი დაისაჯოს უმკაცრესად და სოფლის მოსახლეობის მხრიდან მოძალადეების სახლის გადაწვაზე სამართლებრივი რეაგირება არ უნდა მოხდეს“ – აცხადებენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი დააკავეს. სოფელმა კი მოძალადეების სახლი გადაწვა.

მსგავსი თემები