„2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – ლევან ვასაძე თურქეთის კლინიკიდან  

საზოგადოებრივი მოძრაობა “ერის” ლიდერი, ლევან ვასაძე თურქეთის კლინიკიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის და აცხადებს, რომ 2 თვის განმავლობაში, მისი მდგომარეობა გაუარესდა.

“მოგმართავთ სტამბოლიდან, სადაც ახლა ვიმყოფები სამედიცინო გამოკვლევაზე. მე არ ვიცი როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ პრესაში. მინდა ყველას შენდობა ვთხოვო, მოგეხსენებათ ადამიანის ჯანმრთელობა ძალზედ პირადი, „ინტიმური“ საკითხია და შენდობას გთხოვთ, რომ ასე შეწუხდა ამდენი ხალხი. უღრმესი მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისათვის და რადგან ეს ასე მოხდა, ვალდებული ვარ, რომ გავცე პასუხი იმ შეკითხვებს, რომლებსაც უამრავი ადამიანი მისვამს.

დაახლოებით, გასული 2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, ენერგიის ვარდნაში, კიდურების შეშუპებაში და ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც და ახლა გადმოვფრინდი  სტამბულში, რათა აქაც დავეკითხო აზრს. მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა, ჯერ საბოლოო პასუხი არ არის. მინდა ყველა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება ღვთის წყალობით. ნებისმიერ ასეთ დაავადებას და ნებისმიერ ასეთ უძლურებას, იმედია, რომ მოვერევით და ძალიან გთხოვთ, ნუ ინერვიულებთ ჩემზე. ვიყოთ ყოჩაღად, მხნედ და ერთად”, – აცხადებს ლევან ვასაძე თურქეთის კლინიკიდან.

მსგავსი თემები