„დაპირისპირების შემთხვევაში, არ დაარტყათ მათ ხელი და გაიყვანეთ პროვოკაციის ადგილიდან“ – ლევან ვასაძე პოლიციელებს

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებელი  ლევან ვასაძე „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით სამართალდამცველებს თურქეთის კლინიკიდან  მიმართავს და სთხოვს, უსამართლო ბრძანების მიღების შემთხვევაში, ის არ შეასრულონ.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ექიმები გამომიშვებენ, რადგანაც ღრმა კომპლექსური კვლევები მიტარდება თავისი ჩარევებით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეც მოვიდე იქ, ისევე როგორც ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ოჯახი და ტრადიცია და ჩვენი ქვეყანა. ყველა ეროვნული ადამიანის მოვალეობაა, არ გაატეხინოს ხერხემალში საქართველოს ზნეობრივი კოდი ჩვენი ქვეყნის მტრებს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

კიდევ ერთხელ, მინდა  ყველას გთხოვოთ, დაპირისპირების შემთხვევაში არ დაარტყათ მათ ხელი და მხოლოდ ეცადოთ,  გაიყვანოთ ისინი პროვოკაციის ადგილიდან. ძალოვნებს მოვუწოდებ,  ვთხოვო, არავითარ შემთხვევაში არ გამოესარჩლონ უზნეობის ზეიმს საქართველოში. არანაირი ჯამაგირი არ გიღირთ თქვენი ქვეყნის შერცხვენად, თუ ეს ჩვენი პოლიტიკოსები ასეთ უკანონო, უსამართლო ბრძანებას მოგცემენ, ნუ შეასრულებთ მას და გაიწიეთ გვერდზე, რადგან ეს არ არის თქვენი საქმე. თქვენი საქმე არის წესრიგის დაცვა, წესის და რიგის დაცვა“ – აცხადებს ლევან ვასაძე.  

მსგავსი თემები