„გავამზადებთ სტუდენტების სიას“ – ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე

„ჩვენ ახლა გავამზადებთ იმ სტუდენტების სიას, ვისაც ესაჭიროება დახმარება ჩვენი მხრიდან და ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი იმ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი უკვე დავალებული აქვს მინისტრს.

„ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა უკვე საუბარი მინისტრთან. ჩვენ ახლა გავამზადებთ იმ სტუდენტების სიას, ვისაც ესაჭიროება დახმარება ჩვენი მხრიდან და ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით. უკვე დავალებული აქვს ბატონ მინისტრს. გასულ წელს ჩვენ მათ დავეხმარეთ და წელსაც იგეგმება ანალოგიურად დახმარება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები