„მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა, იმ მომენტში, რამოდენიმე ჩემი კაბინეტის მინისტრს მართავდა“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გადადგომამდე ის ბიძინა ივანიშვილთან ერთი საკითხის გასარკვევად რეკავდა.

„ამაზე ბევრი განმარტება გავაკეთე, მინდა რომ ეს ფურცელი გადავფურცლოთ, გიპასუხებთ და დახურეთ ეს თემა. მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში რამოდენიმე ჩემი კაბინეტის მინისტრს მართავდა. მათ გარკვეულ დავალებებს აძლევდა. ეს მომეჩვენა და ამის გასარკვევად ვრეკავდი” – განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები