„სააკაშვილმა სამხედროები მიატოვა, რაც ომში ხდებოდა, მისი პასუხისმგებლობაა“ – ღარიბაშვილი „ნაციონალებს“

„თქვენ არავითარი შანსი არ გაქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების. ტყუილად კარგავთ დროს. დროა, რომ დაისვენოთ“ – ასე მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

მან აგვისტოს ომიც გაიხსენა და ყოფილი პრეზიდენტი სამხედროების მიტოვებაში დაადანაშაულა, რასაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ხმაური მოჰყვა.

„ბატონმა სააკაშვილმა მიატოვა ჩვენი სამხედროები და მისმა გაუმართავმა მენეჯმენტმა. როგორ იმართა ყველაზე დიდი კრიზისი – ომი, ნათლად გამოჩნდა. იყო სრული ქაოსი. ვინც მართავდნენ, ის გმირი სამხედროები, როგორ დაიწყეს თავიდან, გავიდნენ თითქმის ბოლოში, აიღეს ცხინვალი და ა.შ. როდესაც ჩაერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არ მინდა ამაზე ღიად ვილაპარაკო, თქვენ სამხედრო ხართ და კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ეს ვიცით, ამის შემდეგ გაფუჭდა სიტუაცია. მე იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ რუსეთის არმიას დავამარცხებდით, მაგრამ ის ქაოსი, უბედურება და განუკითხაობა. რაც ხდებოდა ომში, იყო სწორედ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები