“არავინ განსხვავდება არავითარი ნიშნით” – ღარიბაშვილი უმცირესობებზე

„ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული, ამაზე ზედმეტი აპელირება,ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა მიმაჩნია არასწორად, ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ მე ასე მიმაჩნია. ამ ადამიანებს იცავს კანონი და საერთოდ ასეთი გამოყოფა და დისკრიმინაცია სწორედ ეს არის“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე შეფასებით, დისკრიმინაციული კანონის მიღება სწორედ მისი ინიციატივა იყო.

„შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ვმუშაობდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე, მაშინ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ამ დისკრიმინაციული კანონის მიღება.  ჩემს დროს იქნა აღნიშნული კანონი, ამავდროულად, ჩემივე ინიციატივა იყო და მაშინ ჩვენ ეს პოლიტიკური საბჭოს ფორმატში განვიხილეთ  და დავაანონსეთ რომ ამავდროულად ჩაწერილიყო კონსტიტუციაში და ქორწინების განმარტება მომხდარიყო.  

შესაბამისად, კანონით და კონსტიტუციით არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული. ამაზე ზედმეტი აპელირება, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა მიმაჩნია არასწორად. ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ მე ასე მიმაჩნია. არავინ არ განსხვავდება არავითარი ნიშნით, ამ ადამიანებს იცავს კანონი და საერთოდ ასეთი გამოყოფა და დისკრიმინაცია სწორედ ეს არის. ასეთი ფორმით, ასეთი ნიშნით საუბარი უმცირესობებზე მიმაჩნია, რომ სწორედ არის დისკრიმინაციის წახალისება. ჩვენ ვიცავთ ყველა მოქალაქეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები