„დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი“ – ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

„ოპოზიციის, რომელიც 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას. დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი“ – ასე დაიწყო დეპუტატის კითხვებზე პასუხების გაცემა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან არავითარი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, გარდა უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა.

„ჩვენი პარტნიორებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ თქვენი ეს ქმედება, მეგობრებო, იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი და სხვა არაფერი. ჩვენ ამდენი ლოდინის შემდეგ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად არავითარი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი ამ ადამიანების მიერ, გარდა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა. საბოლოო ჯამში, კარგია, რომ აქ სხედხართ, შემოხვედით პარლამენტში, მისასალმებელია, რომ შემოხვედით“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები