„ამ შავი „ჯიპებიდან“ როდის გადმოსხდებით?“ – ელისაშვილი ღარიბაშვილს

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მთავრობას ქამრების შემოჭერას ურჩევს და პრემიერ-მინისტრის კითხვით მიმართავს, როდის აპირებს შავი ჯიპებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომას.   

„ბატონო ირაკლი, თქვენც თქვით, რომ ძალიან ღატაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ, 550 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, ერთი ამდენი ოცნებობს, რომ ეს დახმარება მიიღოს. როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის „შემოიჭერს ქამრებს“, როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯს, ამ შავი „ჯიპებიდან“ როდის გადმოსდებით? აღრიცხული მაინც თუ გაქვთ, რამდენი იხარჯება ამ მანქანების ყიდვაზე, შენახვაზე, ბენზინის ჩასხმაზე. მე, მაგალითად ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ყველა მაღალი თანამდებობის პირი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის და იცხოვრებს ისე, როგორც რიგითი მოქალაქეები ცხოვრობენ“,-განაცხადა ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრს დეპუტატები კითხვებით მიმართავენ.

მსგავსი თემები