„და, დის ქმარი, ცოლი, ცოლი და, ცოლის დაქალები“ – ხაბეიშვილი ღარიბაშვილის ნათესავების დასაქმებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრი  ნეპოტიზმში დაადანაშაულა და კონკრეტული ფაქტებიც დაუსახელა.  

„არ შემიძლია, არ გაგახსენოთ ბატონო ირაკლი, თქვენი და – თეა ღარიბაშვილი რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობს; თქვენი დის ქმარი, გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მუშაობს; თვენი ცოლის და, ნათია თამაზაშვილი შსს-ში; თქვენი ცოლის დის ქმარი სასამართლოში და თქვენი ცოლის დაქალებიც გყავთ დასაქმებული. ამ ყველაფრის ფონზე, მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს, ამ ტრიბუნაზე თქვენ ბევრი იტრაბახეთ, რომ თურმე წარმატებულ ქვეყანას აშენებთ და ამასობაში 73 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტიც გვყავს, თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხზე მზრუნველი მთავრობა ხართ?!“, – მიმართა ხაბეიშვილმა ღარიბაშვილს.

მსგავსი თემები