„ინდური შტამი“ შესაძლოა, საქართველოში დომინანტი გახდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირა გამყრელიძის  განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსის „ინდური შტამი“ საქართველოში დომინანტი გახდეს.

ეპიდემიოლოგი ქვეყანაში „ინდური შტამის“ შემთხვევების მატებას ელოდება.

„დელტა“ შტამი დომინანტი რომ გახდეს ამის ალბათობა დიდია. ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, მოიმატებს, მომავალი 1 თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ “დელტა”, ე.წ. ინდური შტამი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში“, – განაცხადა ამირან  გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები