“საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებით კრიზისის აღმოფხვრის პროცესი დაიწყო“- იაგო ხვიჩია

პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, კრიზისის აღმოფხვრის პროცესში, წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს მხარს დავუჭერ, იმიტომ რომ, ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რითაც შეიძლება კრიზისის აღმოფხვრის პროცესი დაიწყოს. ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ჩემთვის და სხვა პოლიტიკური პარტიებისგან კრიზისის აღმოფხვრის პირველი ნაბიჯია. თუმცა მინდა იმედგაცრუებით ავღნიშნო, რომ ეს პროცესი შეგვეძლო უკეთესადაც გაგვევლო და არ ყოფილიყო იქ ისეთი პუნქტები, რომლებიც რაღაც ინტერეს ჯგუფებს ძალიან აწუხებდათ და ხელისუფლებას რომ დაეთმო ბევრი არაფერი არ იქნებოდა.

ვისურვებდი უფრო კორექტულად შეგვძლებოდა ამ საკითხების მოგვარება, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. ამის მიუხედავად ვთვლი, რომ უზარმაზარი ნაბიჯია ამ ცვლილებების მიღება. მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს ის ფაქტი, რომ ვხედავ განწყობას რომ შეგვიძლია ცვლილებები კონსესუსით მივიღოთ. მოგილოცავთ ამ წარმატებას და ვისურვებდი შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებთანაც კონსესუსით მიღებული გადაწყვეტილებები გვქონოდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში.

მსგავსი თემები