მარტვილში 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს, დაკავებულია მამა-შვილი

მარტვილის მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს. დაკავებულები ბავშვის მეზობლები არიან.

რაც  მომხდარი ფაქტი გახმაურდა, სოფლის მოსახლეობამ მოძალადე ოჯახის სოფლიდან გაძევება მოითხოვა. დაკავებული მამა დაახლოებით 60 წლისაა, მისი შვილი კი 40 წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ საშინელ ფაქტს ადასტურებს.  გამოძიება სსკ-ის 137-ე (გაუპატიურება) მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები