ვირუსით 699 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 104 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 699  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 614 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.05 %

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 699 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  362 183-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.05 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.40%.

მსგავსი თემები