გორში პოლიციელის ცემისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული ს.ყ. გორში დააკავეს.

მას ბრალად ედება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა. შემთხვევა გორში წუხელ მოხდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, პატრულ-ინსპექტორ ვ.მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა და მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“ – განმარტავენ შსს-ში.

მსგავსი თემები